თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში მხარს უჭერს მათ, ვინც ამბობს, რომ რუსეთმა საერთაშორისო სამართალი დაარღვია და უკრაინაში შეიჭრა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმასაერთაშორისო სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ სხდომაზე.
„მე უკვე მქონდა რამდენიმე დისკუსია გაეროს გენერალურ მდივანთან. აქ საიდუმლო არფერია და ვფიქრობ, ჩემზე არ გაბრაზდება. ის მხარს უჭერს მათ, ვინც ამბობს, რომ ჩვენ დავარღვიეთ საერთაშორისო სამართლის ნორმები და პრინციპები, გაეროს წესდება, რომ ჩვენ დავიწყეთ საომარი მოქმედებები უკრაინაში“, — აღნიშნა რუსეთის ლიდერმა.
საერთაშორისო სადისკუსიო კლუბი „ვალდაი“ არის წამყვანი უცხოელი და რუსი ექსპერტების გაერთიანება პოლიტოლოგიის, ეკონომიკის, ისტორიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროებში.
კლუბი შეიქმნა 2004 წლის სექტემბერში სააგენტო „რია ნოვოსტის“, საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის საბჭოსა და ჟურნალების — „რუსეთი გლობალურ საკითხებში“ და Russia Profile-ს ინიციატივით. კლუბს სახელი პირველი კონფერენციის ადგილმდებარეობის მიხედვით ეწოდა, რომელიც ველიკი ნოვგოროდში გაიმართა ვალდაის ტბის მახლობლად.