თბილისი, 8 ნოემბერი - Sputnik. იმერეთში, სიმონეთის დასავლეთ სარდლობის ქვედანაყოფების საველე ბანაკში სამხედრო გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“.
შემთხვევა გუშინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის ბიჭი ადგილზე სროლის სწავლებებს გადიოდა, რა დროსაც დაიღუპა.
თავდაცვის სამინისტროს მომხდარის შესახებ ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.