ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები 28 თვეში მინიმუმამდე შემცირდა

2023 წელს საერთაშორისო რეზერვები გაიზარდა 101,5 მლნ ლარით, ხოლო 2022 წელს - 628,1 მლნ დოლარით.
Sputnik
თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. საერთაშორისო რეზერვები 2024 წლის 31 ოქტომბრისთვის, წინასწარი მონაცემებით, შეადგენდა 4,1 მილიარდ აშშ დოლარს, რაც მინიმალური ნიშნულია 2022 წლის ივნისის შემდეგ, ნათქვამია მარეგულირებლის ვებსაიტზე.
ოქტომბერში რეზერვები 627,5 მილიონი დოლარით შემცირდა. ანალიტიკოსების აზრით, რეზერვების მოცულობის ცვლილება სავალუტო ბაზარზე საქართველოს ეროვნული ბანკის ოპერაციებს, მათ შორის აუქციონებზე 382,1 მლნ აშშ დოლარის გაყიდვას უკავშირდება.
2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები 924,7 მლნ ლარით შემცირდა, ნათქვამია მარეგულირებლის ვებგვერდზე.
საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს 2023 წლის 31 აგვისტოს მიაღწია და 5 მლრდ 436,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
2023 წელს საერთაშორისო რეზერვები გაიზარდა 101,5 მლნ ლარით, ხოლო 2022 წელს - 628,1 მლნ დოლარით.
საერთაშორისო რეზერვების სტრუქტურა
უცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის რეზერვების ძირითად ნაწილს წარმოადგენს და 3,0 მილიარდ დოლარს შეადგენს, ნათქვამია მარეგულირებლის ვებგვერდზე.
მათი სტრუქტურა მოიცავს ფასიან ქაღალდებში განთავსებულ სახსრებს (2,0 მილიარდი აშშ დოლარი) და ვალუტას, რომელიც ინახება უცხოური ბანკებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშებზე (960,5 მილიონი აშშ დოლარი).
გარდა ამისა, ეროვნული ბანკის რეზერვებში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია SDR-ში (ნასესხობის სპეციალური უფლება) – 465,2 მლნ დოლარი, ხოლო სსფ-ში სარეზერვო პოზიცია 29 ათას დოლარს შეადგენს. ოქროში სახსრებმა 627,4 მლნ ლარი შეადგინა.
სავალუტო რეზერვების სტრუქტურაში სხვა აქტივების ღირებულება „მინუს“ 2,4 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.