ცესკომ ამომრჩეველთა გენდერულ სტატისტიკაში ცდომილება მხოლოდ 11 უბანზე აღიარა

სადამკვირვებლო ორგანიზაციამ დეზინფორმაციული განცხადება გაავრცელა, განაცხადეს ცესკოში
Sputnik
თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. საპარლამენტო არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე მოსულ ამომრჩეველთა გენდერულ განაწილებაში ცდომილება გამოვლინდა მხოლოდ 11 უბანზე და შეეხო მხოლოდ 150 ამომრჩეველს, განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციაზე საპასუხოდ.
მანამდე არასამთავრობო ორგანიზაციაში „საერთაშორისო საზოგადოება სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიისთვის“ (ISFED) განაცხადეს, რომ, ცესკოს მონაცემებით, საარჩევნო უბნების მნიშვნელოვან ნაწილში არარეალური სხვაობაა ქალი და კაცი ამომრჩევლების აქტივობების დონეებს შორის, ზოგიერთ უბანზე იმაზე მეტმა მამაკაცმა მისცა ხმა, ვიდრე იყო რეგისტრირებული უბნის ერთიან სიაში და სპეცსიაში ჯამში.
„11 საარჩევნო უბანია, სადაც კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიებიდან შეცდომით გადმოიგზავნა არჩევნებში მონაწილე ქალების რაოდენობა, რამაც გამოიწვია ცდომილება არჩევნებში მონაწილე კაცების რაოდენობაში და ის ეხება 150 ამომრჩეველს“, - განაცხადა იოსელიანმა.
მან აღნიშნა, რომ ISFED-მა, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებს აკვირდებოდა, არჩევნებზე ამომრჩევლების გენდერულის სტატისტიკის შესახებ არასწორი, მანიპულაციური და დეზინფორმაციული განცხადება გაავრცელა.
ISFED-ის მიგნება
არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 275 საარჩევნო უბანზე ქალებისა და მამაკაცების აქტივობის სხვაობამ 20 პროცენტულ პუნქტს გადააჭარბა, 243 საარჩევნო უბანზე სხვაობა მამაკაცების სასარგებლოდ იყო. 67 უბანზე ეს სხვაობა 30%-ს შეადგენს.
გარდა ამისა, 23 უბანზე არჩევნებზე მისული მამაკაცების რაოდენობამ ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებულ რაოდენობას გადააჭარბა. აქედან ექვს უბანზე მისულ მამაკაცთა რაოდენობამ ამომრჩეველთა ერთიან სიაში და სპეციალურ სიაში გაერთიანებულ ამომრჩეველთა რაოდენობასაც კი გადააჭარბა.
როგორც ISFED-ში განმარტეს, ამ დასკვნამდე მივიდნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საქართველოს თითოეულ უბანზე ამომრჩეველთა გენდერული აქტივობის შესახებ დეტალური ინფორმაციის შესწავლის შემდეგ.
უფრო მეტიც, „სამართლიანმა არჩევნებმა“ განაცხადეს, რომ ბევრ უბანზე შეუსაბამობა თავად ცესკოს მონაცემებში გამოვლინდა.
სადამკვირვებლო ორგანიზაციამ მოიყვანა 15 მაგალითი იმისა, თუ როგორ არ ემთხვევა უბანზე მისული ქალების და მამაკაცების ჯამური რაოდენობა შემაჯამებელ ოქმში დაფიქსირებულ ამომრჩეველთა რაოდენობას, რომლებმაც თავისი არჩევანი დააფიქსირეს.
ცესკოს რეაქცია
იოსელიანმა აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ ხუთშაბათს ფაქტებზე დაყრდნობით განმარტა, რომ არჩევნების დღეს ქალი და კაცი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა აცდენილია ნორმალურ განაწილებას. ამის მიუხედავად, ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ თავმჯდომარე ნინო დოლიძემ კიდევ ერთი მანიპულაციური და არასწორი განცხადება გაავრცელა, თითქოს ცესკო-ს განცხადება მის მოსაზრებებს ადასტურებდა.
„ცესკო-მ საზოგადოებას განუმარტა, რომ გენდერული სტატიკა არ წარმოადგენს ოფიციალურ მონაცემებს, რომელიც შეიტანა შედეგების შემაჯამებელ ოქმებში. აღნიშნული მონაცემებს ითვლიან რეგისტრატორები არა საარჩევნო, არამედ მხოლოდ გენდერული სტატისტიკის დამუშავების მიზნით“, - განაცხადა იოსელიანმა.
მისი თქმით, არჩევნების დღეს ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემები 20:00 საათის მდგომარეობით - ეს წინასწარი მონაცემებია, უბნის საბოლოო მონაცემები შემაჯამებელ ოქმში იწერება.
მან აღნიშნა, რომ დათვლის მეთოდოლოგიისა და გარემოებების გათვალისწინებით, გენდერული სტატისტიკა შესაძლოა მცირედით განსხვავდებოდეს რეალური გენდერული აქტივობისგან, რასაც, კონკრეტულ შემთხვევაში, ადგილი აქვს მხოლოდ 11 საარჩევნო უბანზე და ეს ცდომილება მხოლოდ 150 ადამიანს შეეხო.