თბილისი, 7 ნოემბერი – Sputnik. 2024 წლის ცხრა თვის განმავლობაში საქართველომ რუსეთს მთელი ისტორიაში ღვინის მაქსიმალური მოცულობა მიაწოდა, წერს „რია ნოვოსტი“ საქართველოს სტატისტიკური სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით.
2024 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან რუსეთში ღვინის მიწოდება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14%-ით გაიზარდა - 146,9 მლნ დოლარამდე. ეს არის გაყიდვების ყველაზე დიდი მოცულობა 2009 წლის შემდეგ, სტატისტიკის გამოქვეყნების შემდეგ.
ამასთან, რუსეთი ამ პერიოდში გახდა ქართული ღვინის რეალიზაციის მთავარი ბაზარი 68,5%-იანი წილით. მყიდველთა ხუთეულში დიდი სხვაობით არიან ასევე პოლონეთი ($11,2 მილიონი, ანუ 5,2%), უკრაინა (8,8 მილიონი, 4,1%), ყაზახეთი (8,1 მილიონი, 3,8%) და ჩინეთი (6,6 მილიონი, 3,1%).
ღვინის გარდა, საქართველომ ასევე გაზარდა მაგარი ალკოჰოლის მიწოდება რუსეთში 2,7-ჯერ, $110 მილიონამდე. ყველაზე მეტი გავიდა ექსპორტზე კონიაკი (107 მილიონი დოლარი), ვისკი (2,6 მილიონი დოლარი) და არაყი (442 ათასი დოლარი).
ასევე გაიზარდა რუსეთში ქართული მინერალური და გაზიანი წყლის ექსპორტი - 25,7%-ით 61 მლნ დოლარამდე, ასევე მინერალური და გაზიანი წყლის დამატებული შაქრით და სხვა დამატკბობლებით - 2,8%-ით, 49,2 მლნ.
მთლიანობაში, ცხრა თვის განმავლობაში მოსკოვმა თბილისიდან 367,5 მილიონი დოლარის ღირებულების სხვადასხვა სასმელი იყიდა - 14-ჯერ მეტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 2,3%-ით მეტი, ვიდრე მთელი 2023 წლის განმავლობაში.