პენსიონრებისა და სოციალურად დაუცველების ბანკის ვალები - ახალი ინფორმაცია

კრედიტის საშუალო ოდენობა 1400 ლარს შეადგენს
Sputnik
თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. 2024 წლის მესამე კვარტლის ბოლოს არსებული მონაცემებით, „ლიბერთი ბანკში“ (Liberty Bank) კრედიტი თითქმის 301 ათას პენსიონერსა და სოციალურად დაუცველს ჰქონდა, რაც ჯამში 423 მილიონ ლარს აჭარბებს, ნათქვამია ბანკის ანგარიშში, რომელიც ქვეყანაში პენსიებსა და სოციალურ დახმარებას გასცემს.
კრედიტის ქვეშ იგულისხმება პენსია ან სოციალური დახმარება, რომელიც რამდენიმე თვით ადრეა გატანილი.
2024 წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის „ლიბერთი ბანკმა“ პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველებზე 401 ლარის კრედიტი გასცა. ეფექტური საპროცენტო განაკვეთია 24,7%.
კრედიტის საშუალო ოდენობა 1400 ლარს შეადგენს, პენსია კი 315-დან 498 ლარამდე შეადგენს - პენსიონერის ასაკისა დ ა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
2024 წლის იანვრიდან Liberty Bank-მა პენსიონრებისთვის საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი 26 პროცენტამდე შეამცირა.