თბილისი, 6 ნოემბერი– Sputnik. მუხრანის მოხუცთა თავშესაფარ „მუხრანის სავანეში" გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი ბენეფიციარი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა, იუწყება სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო.
ოჯახური ტიპის მოხუცთა თავშესაფარში ხანძარი გუშინ, გვიან ღამით გჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაშავებული ორივე ბენეფიციარი სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი.
„მუხრანის თავშესაფრის ყველა ბენეფიციარმა გაიარა შესაბამისი შემოწმება და გადაყვანილი არიან სხვადასხვა თავშესაფარში, სადაც ყველა საჭირო სერვისით არიან უზრუნველყოფილნი“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.
ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
ფაქტთან დაკავშირებით, დაწყებულია გამოძიება.