მსოფლიო დღეს

ტრამპმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შესახებ გამოაცხადა

დონალდ ტრამპი პირობას დებს, რომ მისი მმართველობა იქნება `ოქროს ხანა" აშშ-ის ისტორიაში
Sputnik
თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა არჩევნებში გამარჯვების შესახებ ფლორიდაში მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას გამოაცხადა.
„მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს. განსაკუთრებული პატივია თქვენს მიერ 47-ე რეზიდენტად და 45-ე პრეზიდენტად არჩევა", - განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ მისი მმართველობა იქნება „ოქროს ხანა" აშშ-ის ისტორიაში.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გასამარჯვებლად საჭიროა 270 ამომრჩევლის ხმა. ტრამპის პროგნოზით ის 315 ხმაზე მეტს მიიღებს.
გარდა ამისა, პოლიტიკოსის თქმით, რესპუბლიკელებმა დაიბრუნეს კონტროლი სენატზე და შეინარჩუნებენ წარმომადგენელთა პალატას, შესაბამისად პარტია სათავეში ჩაუდგება კონგრესს.