„საქართველოს რკინიგზამ" ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისები დანიშნა

დაინტერესებულ პირებს ბილეთების შეძენა უკვე შეუძლიათ
Sputnik
თბილისი, 6 ნოემბერი - Sputnik. გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი რეისები დაინიშნა, ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი რეისები 16 და 17 ნოემბერს შესრულდება.
განრიგის მიხედვით, დამატებითი მატარებელი თბილისიდან 12:50 საათზე გავა და ბათუმში 18:05 საათზე ჩავა. ბათუმიდან კი მატარებელი 00:30 საათზე გამოვა და თბილისში 05:55 საათზე ჩამოვა.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ვებგვერდის საშუალებით; სწრაფი გადახდის აპარატებით; საქართველოს რკინიგზის სალაროებში და საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.