წიწამურში, საცხოვრებელ სახლში ხელყუმბარა აუფეთქდათ - არის მსხვერპლი

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება
Sputnik
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. წიწამურში, საცხოვრებელ სახლში მამაკაცს ხელყუმბარა აუფეთქდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, დღის მეორე ნახევარში მოხდა.
აფეთქების შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.