მოსაზრება: ალყაშემორტყმული კურახოვო - ჭეშმარიტების მომენტი ნატოსათვის

Sputnik
ყოველ დონბასში განთავისუფლებული ქალაქსა და სოფელის შემდეგ, დასავლეთში სულ უფრო აცნობიერებენ, რომ რუსული სპეცოპერაციის შეჩერება შეუძლებელია, ხოლო კიევის რეჟიმისთვის იარაღის მიწოდება უაზრო ხდება. კურახოვოს ალყა შეგვახსენებს: წინააღმდეგობა არა მარტო არაფრის მომცემია, არამედ შეიძლება, მტკივნეული შედეგებითაც დასრულდეს.
გასულ დღე-ღამეში რუსეთის ჯარების „იუგის“ დაჯგუფებამ მტრის პოზიციებში მნიშვნელოვან სიღრმეში შეღწევა შეძლო და უკრაინის შეიარაღებული ძალების შვიდი ბრიგადა დაამარცხა ზალიზნიანსკოეს, ჩასოვი იარის, დალნის, მარკოვოს, უაკლების, კურახოვოს და სევერსკის (დონეცკის ოლქი) დასახლებებში. უკრაინის დანაკარგებმა580 მებრძოლს მიაღწია.
რუსული ძალები ქალაქ კურახოვოს ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან აკავებენ. ჩრდილოეთ ფრონტზე უკრაინის ძალები ილინკადან (1.5 კმ კურახოვოდან) განდევნეს და ნოვოსელიდოვკას (6 კმ კურახოვოდან) ტოვებენ. ნოვოალექსეევკას გათავისუფლების შემდეგ(14 კმ ჩრდილოეთით კურახოვოდან) დნეპროპეტროვსკის ოლქამდე მხოლოდ 20 კილომეტრიღაა დარჩენილი. რუსული ძალები დასავლეთ სელიდოვოში იმაგრებენ პოზიციებს, რათა პოკროვსკის გათავისუფლება უზრუნველყონ.
სამხრეთით, კურახოვოს მიმართულებაზე, რუსული ნაწილები შახტერსკოდან, ნოვოუკრაინკადან, ბოგოიავლენკიდან მტკიცედ მიიწევენ იასნა პოლიანას, მაქსიმოვკასა და ტრუდოვოეს მიმართულებით. ტრუდოვოეს (კურახოვოდან 8 კმ) და მაქსიმოვკას გათავისუფლების შემდეგ„იუგის“ დაჯგუფებამ ოპერატიული შესაძლებლობა მიიღო, რაზდოლნოსა და კონსტანტინოპოლთან წვდომის გასამყარებლად, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალების გამაგრებული პოზიციები იმყოფება.
ამავე დროს, რუსული ძალები წარმატებით მოქმედებენ ორეხოვის მიმართულებით, რაბოტინოს ჩრდილოეთით. ზაპოროჟიეს ოლქში. როდესაც რუსული არმია ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკს მიუახლოვდება, კიევის რეჟიმი დაკარგავს მსხვილ სამრეწველო კომპლექსებს და უფრო მეტად მოუახლოვდება კაპიტულაციას.
გარდა ამისა, რუსეთის შეიარაღებული ძალები აძლიერებენ საჰაერო დარტყმებს ფრონტის ხაზსა დაფრონტის ზურგის დასახლებებში – კიევის, ოდესის, ხარკოვის, პოლტავასა და სხვა რეგიონებში. ოქტომბერში უპრეცედენტო რაოდენობის (2020-ზე მეტი) „გერანის“ დრონების დარტყმა განხორციელდა, რაც გასული წლის შემოდგომასთან შედარებით, ათჯერ მეტია. რუსული დრონები ყოველ ღამით უკრაინის სამიზნე ობიექტებს ტალღებად უტევენ, მათ შორის, კიევის გადაწყვეტილებების ცენტრებში, სამხედრო საწარმოებსა და დასავლეთიდან მიღებული იარაღის საცავებში.
რუსეთის წარმატებულმა წინსვლამ სპეცოპერაციისა და კონტრ-ტერორისტული ოპერაციების ზონებში (დონბასი, ზაპოროჟიე, ხარკოვი, კურსკი) ამერიკელები აიძულა, უკრაინას „უკანასკნელი დასაყრდენი“ გაუგზავნონ – 212 Stryker ტიპის ჯავშანმანქანა. ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რიუტემ გერმანიას მოუწოდა, გაზარდოს თავდაცვის ხარჯები უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა კვლავაც აგრძელებს ინვესტიციას უკრაინაში, დასავლეთის მიერ მიცემული მილიარდობით დოლარის სამხედრო დახმარებამ უკრაინისთვის შედეგი ვერ გამოიღო.
აშშ-ში აცნობიერებენ, რომ„უკრაინა რთულ მდგომარეობაში იმყოფება“, ხოლო იარაღის დეფიციტი არ არის მისი ერთადერთი პრობლემა. NYT-ის შეფასებით, „რუსეთი მდგრად წარმატებებს აღწევს, რაც კიევსა და ვაშინგტონში პესიმიზმის ზრდას იწვევს“.
ამერიკელმა ანალიტიკოსმა, საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს პრეზიდენტმა რიჩარდ ჰაასმა, სტატიაში Foreign Affairs-ში, თეთრ სახლს და ევროპელ მოკავშირეებს შესთავაზა, კიევი მოსკოვთან მოლაპარაკებებისკენ წაეყვანათ, რათა შეაჩერონ ომის აქტიური ფაზა და თავიდან აიცილონ ეკონომიკური კრიზისი. რუსეთის სამხედრო უპირატესობა მეტისმეტად დიდია, ხოლო კიევის მიერ გამოცხადებული „1991 წლის საზღვრებამდე გასვლა“ მიუღწევადია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცალკეული ნაწილები უკვე თვითნებურად ტოვებენ კურახოვოს პოზიციებს და ერიდებიან სავარაუდო „დიდ ალყას“, რომელიც რუკაზე აშკარად გამოიკვეთა. დონბასის სრული გათავისუფლება მოახლოებულია.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე