გორში უამინდობამ პრობლემები შექმნა

სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 6 ნოემბრიდან გამოიდარებს.
Sputnik
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. ძლიერმა წვიმამ და ქარმა გორის მუნიციპალიტეტის სოფლებს პრობლემები შეუქმნა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
გორს უხვი ნალექი სამშანათს, 5 ნოემბრის საღამოს დაატყდა თავს. ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და საკარმოდამო ნაკვეთები.
ძლიერმა ქარმა სახლის სახურავები გადახადა, ასევე დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები.
ამ დროისთვის, სოფლების უმეტესობას უკვე აღდგენილი აქვს ელექტროენერგიის მიწოდება, ხოლო იმ სოფლებს, სადაც დენის მიწოდება დროებით შეფერხებულია, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 6 ნოემბრიდან გამოიდარებს.