ძლიერმა ქარმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტს პრობლემები შეუქმნა

თბილისში ქარის სიძლიერე წამში 17-22 მეტრს აღწევს.
Sputnik
თბილისი, 5 ნოემბერი - Sputnik. დედაქალაქში ძლიერი ქარის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ზოგიერთი რეისი გადაიდო, ზოგი კი მოგვიანებით შესრულდება, ნათქვამია აეროპორტის ვებვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
კერძოდ, მოსკოვი-თბილისის რეისი უკვე გადაიდო, ხოლო სანკტ-პეტერბურგი-თბილისის რეისი ნახევარი საათით შეფერხდა, ასევე 4 საათით გადაიდო თბილისი-მოსკოვის რეისი, რომელიც 18:45 საათზე უნდა შესრულებულიყო.
ამასთან, ფრენები თელ-ავივის, კუვეითისა და დოჰას მიმართულებით განრიგის მიხედვით შესრულდა.
თბილისში ქარის სიძლიერე წამში 17-22 მეტრს აღწევს.