მარტინდეილმა უკრაინის არმიის მთავარი სისუსტე დაასახელა

Sputnik
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. უკრაინის არმიის მთავარი სისუსტე ისაა, რომ მებრძოლები არ ჰყოფნით, განაცხადა რუსული არმიის მომხრე ამერიკელმა დენიელ მარტინდეილმა.
„არ მგონია, რომ ეს რაღაც საიდუმლოა. მათი მტავარი სისუსტე — ეს ხალხის უკმარისობაა. არც ისე ბევრნი დარჩნენ, ვინც ბრძოლისთვის მზადაა“ , — აღნიშნა მან „რია ნოვოსტისთან“ საუბრისას.
მანამდე რუსეთის ძალოვანმა სტრუქტუებმა აშშ-ის მოქალაქე დანიელ მარტინდეილი, რომელიც რუსულ არმიას ეხმარებოდა, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაიყვანეს და ჯერ დონეცკში, შემდეგ კი მოსკოვში გადაიყვანეს.
მარტინდეილი: აშშ შეეცდება, უკან დამაბრუნოს, რაც მე არ მსურს
მარტინდეილი უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 11 თებერვლიდან იმყოფებოდა. მან თავისი ინიციატივით დაამყარა კონტაქტი რუსეთის ძალოვან სტრუქტურებთან და ორი წლის განმავლობაში გადასცემდა მათ უკრაინის სამხედრო ობიექტების კოორდინატებს. როგორც რუსი ძალოვნები ამბობენ, ეს ინფორმაცია არაერთხელ დაეხმარა რუსულ არმიას უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფრასტრუქტურაზე, ტექნიკასა და პერსონალზე დარტყმაში.