თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. საქართველოs მთელ ტერიტორიაზე ხვალიდან, 6 ნოემბრიდან გამოიდარებს -ნალექი შეწყდება და ქარიც ჩადგება, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო
სინოპტიკოსების პროგნოზით, 6-8 ნოემბერს ღამისა და დილის საათებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის კლება, ხოლო დღის საათებში ტემპერატურის შედარებით მატება - დასავლეთ საქართველოს დაბლობში პლუს 12- 17 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი პლუს 10-15 გრადუსამდე.
თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით მინუს 1, დღისით კი პლუს 12-14 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) უნალექო ამინდი იქნება. დღისით პლუს 11-16 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) უნალექო ამინდი იქნება. ღამის საათებში ტემპერატურა პლუს 0-5 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი პლუს 12-17 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) უნალექო ამინდი იქნება. ღამის საათებში ტემპერატურა მინუს 1-6 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი პლუს 7-12 გრადუსია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) უნალექო ამინდი იქნება. ღამის საათებში ტემპერატურა მინუს 11-16 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი პლუს 2-7 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) უნალექო ამინდი იქნება. ღამის საათებში ტემპერატურა შიდა ქართლში მინუს 2-4 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი პლუს 9-14 გრადუსია მოსალოდნელი.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) უნალექო ამინდი იქნება. ღამის საათებში ტემპერატურა პლუს 0 - მინუს2 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი პლუს 10-15 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) უნალექო ამინდი იქნება. ღამის საათებში ტემპერატურა მინუს 5-10 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი პლუს 4-9 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) უნალექო ამინდი იქნება. ღამის საათებში ტემპერატურა მინუს 12-17 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი პლუს 0-5 გრადუსი დაფიქსირდება.