ვილი სანიოლი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაზეა წარდგენილი

ფრანგი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებს 2021 წლის თებერვალში ჩაუდგა სათავეში.
Sputnik
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ფრანგი მწვრთნელი ვილი სანიოლი მსოფლიო საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაზეა წარდგენილი – კანდიდატები ფეხბურთის სტატისტიკისა და ისტორიის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) დაასახელა.
2024 წლის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის წარდგენა შემთხვევითი არ არის – ვილი სანიოლმა წარმატებას მაიღწია ნაკრებში, რომელმაც ზაფხულში გერმანიაში გამართუ დიდ საფეხბურთო ტურნირ ევრო 2024-ზე პირველად ითამაშა და მერვედფინალში გავიდა, სადაც ესპანეთის ნაკრებთან დამარცხდა.
საქართველოს ნაკრები კონტინენტის 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვდა.
მამაკაცთა კატეგორიაში ნომინანტებს შორის არიან ისეთი ცნობილი სახეები, როგორებიცაა ლუის დე ლა ფუენტე (ესპანეთი), გარეტ საუთგეიტი (დიდი ბრიტანეთი), დიდიე დეშამი (საფრანგეთი), რონალდ კუმანი (ჰოლანდია), ვინჩენცო მონტელა (იტალია, თურქეთის ნაკრების მწვრთნელი), ფერნანდო ბატისტა (არგენტინა, ვენესუელის ნაკრების მწვრთნელი).
ფრანგი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებს 2021 წლის თებერვალში ჩაუდგა სათავეში. ახალ ნაკრებში სადებიუტო მატჩი 25 მარტს შედგა. საქართველომ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში სტუმრად შვედეთს დაუპირისპირდა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.
წლის ბოლომდე ვილი სანიოლმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, საქართველოს ნაკრებში დარჩება თუ აღარ გააგრძელებს კონტრაქტს.