თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. დაბა ჯავასთან, დასავლეთით 11 კილომეტრში, სოფელ აბანოსთან 3,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ნათქვამია სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.
მიწისძვრის ეპიცენტრი, რომელიც 05:32 საათზე დაფიქსირდა, 7 კმ სიღრმეში მდებარეობდა.
ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.