ხანძარი რუსთავში: რამდენიმე ადამიანი ინტოქსიკაციით კლინიკაში გადაიყვანეს

თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
Sputnik
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. რუსთავში ხანძრის შედეგად დაშავებული რამდენიმე ადამიანი ინტოქსიკაციით კლინიკაშია მოთავსებული, იუწყება „პირველი არხი".
შემთხვევა შარტავას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსის მეცხრე სართულზე გუშინ, გვიან ღამით მოხდა. ხანძრის გამო შენობიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბინა, სადაც ცეცხლი გაჩნდა, დაკეტილი იყო და იქ ხანძრის დროს არავინ იმყოფებოდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო და „სასწრაფო დახმარების" ეკიპაჟები.
ხანძრის შედეგად რამდენიმე ადამიანმა მიიღო მსუბუქი ინტოქსიკაცია. „სასწრაფო დახმარების" ბრიგადებმა ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.
თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.