თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. წლიურმა ინფლაციამ (2024 წლის ოქტომბერი 2023 წლის ოქტომბერთან) საქართველოში 0,3% შეადგინა, (სამიზნე მაჩვენებელი არის 3%), იტყობინება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
წინა თვის მონაცემებით, წლიურმა ინფლაციამ (2024 წლის აგვისტო 2023 წლის აგვისტოსთან) საქართველოში 0,6% შეადგინა.
ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა სასტუმროებისა და რესტორნების (7,6%), განათლების (5%) სფეროებში, ალკოჰოლისა და თამბაქოს ნაწარმზე (3,3%), ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე (1,9%), სურსათსა და უალკოჰოლო სასმელზე (0,4%) და ჯანდაცვის სფეროში (0,3%).
ფასები შემცირდა საცხოვრებელზე, წყალზე, ელექტროენერგიაზე, გაზზე (12,7%), ავეჯზე (2,3%), ტრანსპორტზე (0,8%), ასევე დასვენებასა და გართობაზე (0,2%).
2024 წლის ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,3% შეადგინა.