თეთრიწყაროში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

Sputnik
თბილისი, 2 ნოემბერი - Sputnik. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ქალი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“.
შემთხვევა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა, რის შედეგად ერთ-ერთი მანქანა აალდა და ქალი დაიღუპა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.