თბილისსა და ბათუმში შრი-ლანკის საკონსულოები გაიხსნება

საქართველოს შრი-ლანკაში წარმოადგენს საქართველოს ელჩი ინდოეთში.
Sputnik
თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. შრი-ლანკის საკონსულოები თბილისში და ბათუმში გაიხსნება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შესაბამის განკარგულებებს ხელი უკვე მოაწერა.
ბათუმში საკონსულო დასავლეთ საქართველოს, მათ შორის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას დაფარავს, ხოლო საკონსულო, რომელიც თბილისში გაიხსნება - ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს მოიცავს.
საკონსულოები თბილისში და ბათუმში შრი-ლანკის პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობა იქნება საქართველოში.
საქართველოს შრი-ლანკაში წარმოადგენს საქართველოს ელჩი ინდოეთში.
ქვეყნებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1998 წლის 16 ივნისს დაამყარეს. 2024 წლის სამ კვარტალში საქართველოს 2583 შრი-ლანკის მოქალაქე ეწვია, რაც 26,1%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.