მარტინდეილი: უკრაინელებს გამუდმებით ღალატობენ

Sputnik
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. ვაშინგტონი უკრაინაში მთელი მსოფლიოსა და თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ იბრძვის, განაცხადა ამერიკელმა დანიელ მარტინდეილმა, რომელიც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ეხმარებოდა.
„ეს არის ვაშინგტონის ბრძოლის გაგრძელების საკითხი მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ, თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ“, - თქვა მან „როსია სეგოდნიას“ პრესცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე.
როგორც ის ამბობს, უკრაინელებს გამუდმებით ღალატობენ და მათ ეს კარგად ესმით.
„მათ მუდმივად ღალატობენ. ისინი იტანჯებიან — იტანჯებიან გამუდმებული ღალატისგან. მათ უწევთ იბრძოლონ საკუთარი თავისთვის, უსაფრთხოებისთვის. უამისოდ ისინი არავის სჭირდება“, — მიაჩნია ამერიკელს.
მანამდე რუსეთის ძალოვანმა სტრუქტურებმა აშშ-ის მოქალაქე დანიელ მარტინდეილი, რომელიც რუსულ არმიას ეხმარებოდა, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაიყვანეს და ჯერ დონეცკში, შემდეგ კი მოსკოვში გადაიყვანეს.
როგორც ირკვევა, მარტინდეილი უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 11 თებერვლიდან იმყოფებოდა. მან თავისი ინიციატივით დაამყარა კონტაქტი რუსეთის ძალოვან სტრუქტურებთან და ორი წლის განმავლობაში გადასცემდა მათ უკრაინის სამხედრო ობიექტების კოორდინატებს. როგორც რუსი ძალოვნები ამბობენ, ეს ინფორმაცია არაერთხელ დაეხმარა რუსულ არმიას უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფრასტრუქტურაზე, ტექნიკასა და პერსონალზე დარტყმაში.