პრემიერ-მინისტრმა წალენჯიხის მერის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა

გია ხარჩილავა ერთადერთი ოპოზიციონერი მერი იყო საქართველოში.
Sputnik
თბილისი, 2 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი (გია) ხარჩილავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
გავრცელებული ინფორმაციით, 54 წლის გიორგი ხარჩილავას გარდაცვალების მიზეზი ჯანმრთელობის უეცარი გართულება გახდა.
„საქართველოს მთავრობის სახელით, მწუხარებას გამოვთქვამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ხარჩილავას გარდაცვალების გამო. თანავუგრძნობთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს“, - ნათქვამია მთავრობის მეთაურის სამძიმრის წერილში.
გია ხარჩილავა ერთადერთი ოპოზიციონერი მერი იყო საქართველოში. 2021 წელს მან, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთმა კანდიდატმა, შეძლო არჩევნებში მმართველი ძალის, „ქართული ოცნების“ კონკურენტის დამარცხება.