„ქართული ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს უკვე საარჩევნო უბანზე ხვდებოდათ ისეთი მოცემულობა, რომ ისინი სულ სხვა საარჩევნო უბანზე და ხშირად სხვა ოლქში დამკვირვებლებად არიან რეგისტრირებული
Sputnik
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ოპოზიციურ პარტიებს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე თავისი მხარდამჭერების ხმების მოპარვაში ადანაშაულებს.
პარტიის მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს უკვე საარჩევნო უბანზე ხვდებოდათ ისეთი მოცემულობა, რომ ისინი სულ სხვა საარჩევნო უბანზე არიან რეგისტრირებული როგორც დამკვირვებლები და შესაბამისად ხმის მიცემაც იქ უწევდათ, რასაც ისინი ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებდნენ
„კონკრეტული ამომრჩევლები, რომლებიც აცხადებენ და იდენტიფიცირებული გვყავს, როგორც „ქართული ოცნების“ მომხრეები, მიდიოდნენ საარჩევნო უბანზე და მათ ხვდებოდათ თავისი თავი ამოღებული. ირკვეოდა, რომ ისინი „ნაცმოძრაობის“ კლასტერის სხვადასხვა პარტიის მიერ დანიშნულები იყვნენ მათ პარტიების წარმომადგენლად სხვა საარჩევნო უბნებს, ხშირ შემთხვევაში მოშორებით მათი ჩაწერის ადგილიდან და შესაბამისი საარჩევნო უბნიდან“, - განაცხადა მდინარაძემ.
იდენტიფიცირებულია 81 ასეთი ფაქტი, რაც მის სისტემურობაზე მიუთითებს, აღნიშნა მან.
ეს განცხადება მდინარაძემ გააკეთა ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციები და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბრალდებების ფონზე, რომ ხელისუფლებამ არჩევნები ტოტალურად გააყალბა.