ქართულ ბანკებში დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის დონემ მიმდინარე წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით 51,21% შეადგინა.
Sputnik
თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. საბანკო სექტორში დეპოზიტების მოცულობამ 2024 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით 57,65 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1,52 მლრდ ლარით, ანუ 1,72%-ით მეტია, ვიდრე იყო 2024 წლის სექტემბრის დასაწყისში, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.
ანგარიშის მიხედვით, სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 824,25 მლნ ლარით, ანუ 3,32%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 700,71 მლნ ლარით, ანუ 2,24%-ით.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის დონემ მიმდინარე წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგინა 51,21% და 0,97 პროცენტული პუნქტით მეტი 2024 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით.
საშუალო შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა ვადიან დეპოზიტებზე სექტემბერში 7,01% შეადგინა, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დეპოზიტებზე 9,17%, უცხოურ ვალუტაში დეპოზიტებზე კი 2,4%.
სექტემბრის ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 17 კომერციული ბანკი, მათგან 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
ლარის კურსი დოლართან არის 2,7 GEL/$1.