ჭყლეტვა მეტროში და დაგვიანებული ავტობუსები: რას ფიქრობენ ამაზე თბილისში - ვიდეო

დაგვიანებული ავტობუსები და ჭყლეტვა მეტროში – ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მთავარი პრობლემები თბილისში, რასაც ქალაქის მკვიდრები ყოველდღე აწყდებიან.
Sputnik
თბილისის მერს კახა კალაძეს არაერთხელ მოუწია რეაგირება ქალაქის მკვიდრების უკმაყოფილებაზე და მან არაერთხელ აღნიშნა, რომ მერიის პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ ტრანსპორტი იყოს უფრო კომფორტული და მისით სარგებლობდეს რაც შეიძლება მეტი ადამიანი.
ბოლო წლებში ავტობუსების პარკი მთლიანად განახლდა, რაოდენობა კი 655-დან 860-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, 2023-24 წლებში მერია კიდევ 200 ცალ 18-მეტრიან ავტობუსს შეიძენს. ასევე გაგრძელდება მეტროპოლიტენის განახლება.