მუშაობდა უკრაინის სასარგებლოდ: ლუგანსკში ჯაშუში დააკავეს

Sputnik
თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის უშიშროების ძალებმა ლუგანსკში დააკავეს ჯაშუში, რომელიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს რუსული არმიის შესახებ ინფორმაციას აწვდიდა, იუწყება „რია ნოვოსტი“ უშიშროების ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით.
„რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში აღკვეთა რუსეთის მოქალაქის უკანონო საქმიანობა, რომელიც უცხო სახელმწიფოს ინტერესებში ჯაშუშობდა რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების საზიანოდ“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გავრცელებული ცნობით, სტანიჩნო-ლუგანსკის რაიონის მცხოვრებმა „სპეცოპერაციის ზონაში“ რუსული ქვედანაყოფების შესახებ ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელს ინტერნეტ-მესენჯერით გადასცა.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით, რომელიც სახელმწიფოს ღალატს ითვალისწინებს.