თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. თემქის დასახლებაში ქსელზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 6,8 ათას აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება, ნათქვამია გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ (Tbilisi Energy) განცხადებაში.
კერძოდ, მოსახლეობას გაზის მიწოდება შეუწყდება 30 ოქტომბრის 10:00 საათიდან 31 ოქტომბრის 10:00 საათამდე პერიოდში. გაზის მიწოდება აღდგება 31 ოქტომბრის 10:30 საათიდან და დასრულდება 20:00 საათისთვის.
ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება როგორც თემქის მოსახლეობის ნაწილს, ისე სავაჭრო და კვების ობიექტებს, საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებს.
„თბილისი ენერჯი“ მოსახლეობას ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტის გამო და სთხოვს, არ დატოვონ გაზის დანადგარები უყურადღებოდ.