თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. თანამემამულეთა VIII მსოფლიო კონგრესზე უცხოეთში მცხოვრები რუსების 400-ზე მეტი წარმომადგენელი შეიკრიბა მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნიდან, სადაც მათ რუსეთთან სულიერი კავშირისა და ჩვენი ზნეობრივი ღირებულებების მხარდაჭერისთვის ავიწროებენ, ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის კონგრესისადმი მისასალმებელ ტელეგრამაში, რომელიც დამსწრეებს საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა წაუკითხა.
„კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ მიუხედავად იმ სერიოზული სირთულეებისა და შევიწროებისა, რომელსაც დღეს დასავლეთში აწყდებიან ის მოქალაქეები, რომლებიც სულიერ კავშირს ინარჩუნებენ რუსეთთან და იზიარებენ ჩვენს მორალურ ღირებულებებს, რუსეთის თემის ოთხასზე მეტი წარმომადგენელი შეიკრიბა მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნიდან. ყრილობაზე. რა თქმა უნდა, დელეგატებისგან, რომლებიც არამეგობრულ ქვეყნებში ცხოვრობენ, მოსკოვში ჩამოსვლა ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად პირად გამბედაობას მოითხოვდა“, — ნათქვამია ტელეგრამაში.
პუტინმა მადლობა გადაუხადა მათ, ვინც ყველაზე რთულ პირობებშიც კი აგრძელებს რუსული კულტურისა და რუსული ენის საერთაშორისო პოზიციების აქტიურ დაცვას.
რუსეთის ლიდერის თქმით, მოსკოვი „თანმიმდევრულად აძლიერებს ძალისხმევას“ საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის დახმარების გასაწევად, რისი დასტურიცაა ის ფაქტი, რომ ბოლო დროს „მნიშვნელოვნად გაფართოვდა რუსეთის მოქალაქეობის აღდგენისა და მოპოვების შესაძლებლობები“, ამასთან იხვეწება ნებაყოფლობითი განსახლების სახელმწიფო პროგრამის მექანიზმები, რომლის საფუძველზეც რუსეთში უკვე 1 მილიონ 200 ათასზე მეტი ადამიანი დაბრუნდა“.
თანამემამულეთა VIII მსოფლიო კონგრესი მოსკოვში ორ დღეს - 30 და 31 ოქტომბერს გაგრძელდება. ღონისძიება იმართება ლოზუნგით „რუსეთთან ერთად“. კონგრესში რუსული თემის 400-მდე ლიდერი და აქტივისტი მონაწილეობს 103 ქვეყნიდან.