თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. მიმაჩნია, რომ კიევს არ სურს კონფლიქტის მოგვარება, ვინაიდან დასავლეთისგან ბირთვულ იარაღს ითხოვს რუსეთის ტერიტორიაზე გამოსაყენებლად, განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ.
„თუ ვინმეს დაძაბულობის ესკალაცია სურს, ის სწორედ ამას იტყვის: „მომეცით ბირთვული იარაღი, მომეცით შორი და საშუალო რადიუსის რაკეტები და ჩვენ მათ გამოვიყენებთ რუსული სამიზნეების წინააღმდეგ“. ასეთია პრეზიდენტ ზელენსკის მიერ ევროპის საბჭოში წარდგენილი გეგმა, მაგრამ, საბედნიეროდ, ევროკავშირს აქვს თვითგადარჩენის ინსტინქტი“, - განაცხადა ფიცომ ტელეკომპანია „როსია 1-ის“ გადაცემა „60 წუთისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
მისი თქმით, ევროპის ქვეყნები დაინტერესებული უნდა იყვნენ იმით, რომ „დიდი ბიჭები“ მოლაპარაკების მაგიდასთან შეიკრიბონ და გემრიელ სადილზე, კარგი ღვინის თანხლებით, იმაზე ისაუბრონ, თუ როგორ უნდა დაასრულონ ეს ომი.
„ამ თვალსაზრისით, სლოვაკეთს სურს იყოს ძალიან აქტიური ქვეყანა,” - აღნიშნა ფიცომ.
მანამდე ზელენსკიმ უკრაინის პარლამენტს „გამარჯვების გეგმა“ წარუდგინა, რომელიც ხუთ პუნქტსადა სამ საიდუმლო დამატებას მოიცავს. კერძოდ, პირველი პუნქტი გულისხმობს უკრაინის მიწვევას ნატოში — შემდგომი გაწევრიანებით, მეორე - რუსეთის ტერიტორიაზე შორი დისტანციის იარაღით დარტყმებზე შეზღუდვის მოხსნას, მესამე - უკრაინაში „რუსეთის შეკავების ყოვლისმომცველი არაბირთვული პაკეტის“ განთავსებას. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გეგმის განხორციელება „პარტნიორებზეა დამოკიდებული“.