რუსეთში არალეგალი მიგრანტების შესახებ მკაცრი კანონი მიიღეს

Sputnik
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის დუმამ პლენარულ სხდომაზე საბოლოო მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც არალეგალი მიგრანტის მიერ დანაშაულის ჩადენას დამამძიმებელ გარემოებად ცნობს.
კანონპროექტის ავტორები იყვნენ სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი, სახელმწიფო სათათბიროს მიგრაციის პოლიტიკის კომისიის ხელმძღვანელი, თავმჯდომარის მოადგილე ირინა იაროვაია, ყველა საპარლამენტო ფრაქციის ლიდერები და სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები. კანონპროექტს მხარს უჭერს რუსეთის ფედერაციის მთავრობა, უზენაესი სასამართლო, გენერალური პროკურატურა და საგამოძიებო კომიტეტი.
„ვაღიარებთ რა რუსეთის ტერიტორიაზე უკანონო ყოფნას გარემოებად, რომელიც ამძიმებს სისხლის სამართლის სასჯელს, სასამართლოს ვაძლევთ უფლებას და შესაძლებლობას, გამოიყენოს ყველა ინსტრუმენტი და დაადგინოს პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზომა. სასამართლოს გადაწყვეტილების გადაკვალიფიცირება ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაშიც კი, შეუძლებელი იქნება“, — განუცხადეს ჟურნალისტებს სახელმწიფო დუმაში.
ვოლოდინის თქმით, ამ კანონპროექტების მიღება ხელს შეუწყობს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას, ამ სფეროში დანაშაულის ჩადენისთვის ჯარიმების გამკაცრებას და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.
იაროვაიას თქმით კი, კანონი მკაფიოდ განასხვავებს მათ, ვინც უკანონოდ იმყოფება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, რომელიც არღვევს რუსეთის კანონებს და მათ, ვინც იცავს და პატივს სცემს რუსეთის კანონებს.