პესკოვი: პრეზიდენტის ნათქვამს ვერაფერს დავამატებ

Sputnik
თბილისი, 29 ოქტომბერი - Sputnik. პრეზიდენტმა პუტინმა უკვე ყველაფერი თქვა ამ თემაზე BRICS-ის სამიტის დასკვნით პრესკონფერენციაზე და მეტს ვერაფერს დავამატებ, უთხრა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს.
ასეთი პასუხი გასცა მან შეკითხვას ნატოს გენმდივან მარკ რუტეს განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თქმითაც კურსკის ოლქში ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების ყოფნა ოფიციალურადაა დადასტურებული.
„მე არაფერი მაქვს დასამატებელი იმაზე, რაც პრეზიდენტმა პუტინმა თქვა ამ თემაზე ბოლო პრესკონფერენციაზე BRICS-ის ბოლო სამიტის შემდეგ, რომელიც გაიმართა ყაზანში“, - თქვა პესკოვმა.
როგორც მანამდე განაცხადა მარკ რუტემ, სამხრეთ კორეის დელეგაციამ ორშაბათს ალიანსს მიაწოდა მტკიცებულებები რუსეთში, მათ შორის კურსკის ოლქში, ჩრდილოკორეელი სამხედროების გაგზავნის შესახებ. ამასთან რუტეს არ დაუკონკრეტებია, რა სახისაა ეს მტკიცებულებები.