თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. სამგორის რაიონის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 29 ოქტომბრის 10:00 საათიდან 30 ოქტომბრის 06:00 საათამდე პერიოდში შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ავრცელებს.
GWP-ის ცნობით, კომპანია გახოკიძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის ფარგლებში ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშოებს ჩაატარებს, რის გამოც გარკვეულ უბნებს წყლის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ხვალ, 29 ოქტომბერს 10:00 საათზე დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში აქტიურ რეჟიმში განახორციელებენ.
დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონში: ვარკეთილის 3 , I, II, III, IV მიკრორაიონებს, იოთამ ზედგენიძის, ნაზი შამანაურის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა და სუხიშვილის ქუჩებს, ჯავახეთის ქუჩა N76, N76ა, N89, N91, N93, ი. კახნიაშვილის ქუჩა N2-12 (ლუწ ნომრებს).
კომპანია GWP ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
კომპანიის ცნობით, გახოკიძის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარე ეტაპზე განახლდა 8 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალსადენის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები, 2,4 კმ სიგრძის წყალარინების ქსელი, დამონტაჟდა 18 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, მოეწყო 18 საკვანძო ჭა და 8 სახანძრო ჰიდრანტი. პროექტში GWP 20 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს.