თბილისი, 27 ოქტომბერი - Sputnik. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვება მიულოცა.
ცესკოს ცებგვერდზე გამოქვეყნებული 3 100 (99.646%) საარჩევნო უბნის შედეგების თანახმად, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას" ხმა 1.117,480-მა ამომრჩეველმა მისცა ანუ არჩევნებში მონაწილეთა 54,086%-მა.
„ვულოცავ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და პარტია „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას. მჯერა, რომ სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობები გააგრძელებს მდგრად განვითარებას – სოხმეთისა და საქართველოს მოძმე ხალხების საკეთილდღეოდ“,- დაწერა ფაშინიანმა სოციალურ ქსელში.
სომხეთის პრემიერის მილოცვის ტექქსტი ქართულ ენაზე გამოქვეყნდა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციისა და ხმის დამთვლელი აპარატების გამოყენებით.
სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ, რომლებმაც არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 5%-ზე მეტი მიიღეს, განაცხადეს, რომ არ ცნობენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ კენჭისყრის შედეგებს.