თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. ილია თოფურიამ UFC-ის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა.
აბუ-დაბიში გამართულ ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა ამერიკელი მაქს ჰოლოუეი დაამარცხა.
ბრძოლის პირველივე წუთებიდან თოფურიამ უპირატესობა მოიპოვა, მეორე რაუნდიც ქართველის უპირატესობით წარიმართა. თოფურიამ გადამწყვეტი უპირატესობა მესამე რაუნდში მოიპოვა და საბოლოოდ ჰოლოუეის ნოკაუტით დაამარცხა.
ქართველმა მებრძოლმა ჩემპიონის ტიტული მიმდინარე წლის თებერვალში, ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხების შედეგად მოიპოვა, დღეს კი პირველად დაიცვა.
ილია თოფურიასთვის შერეულ ორთაბრძოლებში ეს ზედიზედ მე-16 იყო, მას კარიერაში არასდროს წაუგია.
მიმდინარე წლის მარტში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია ღირსების ორდენით დააჯილდოვა.