დღეს 2024 წლის 27 ოქტომბერია, კვირა. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
გექნებათ სურვილი, რომ პრობლემები ხელის ერთი მოსმით გააქროთ. ამ სურვილს ნუ შეეწინააღმდეგებით – ნამდვილად კარგი დღეა იმისთვის, რომ ადრე დაწყებული საქმეები დაასრულოთ. შესაძლოა, მიღებული გადაწყვეტილებები საუკეთესო არ იყოს, მაგრამ აუცილებლად იქნება მისაღები და ოპტიმალური.
ვერძი: კარგი დღეა ურთიერთობებისთვის - როგორც ძველ ნაცნობებთან, ისე ახლად გაცნობილ ადამიანებთან. თქვენი ძალიან ახლობლები ხშირად ისე სწრაფად გიგებენ, რომ სიტყვაც არ გაქვთ დამთავრებული. ისინი მხარს დაგიჭერენ და შესანიშნავ რჩევებს მოგცემენ, ხოლო კოლეგები პროფესიული ამოცანების გადაჭრაში დაგეხმარებიან. გამორიცხული არაა, რომ ძალზე საინტერესო წინადადება შემოგთავაზონ. დაფიქრდით და გადაწყვიტეთ - იქნებ, ამ სარბიელზე გელოდებათ დიდი წარმატებები და საკუთარი ნიჭის გამოყენება.
კურო: ეცადეთ, მაქსიმალურად კორექტული და დელიკატური იყოთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც გეხმარებიან. ამ დღის სავარაუდო პრობლემებთან გამკლავება, შესაძლოა, ძალიან გაგიჭირდეთ, გარშემომყოფები კი თქვენს ხუმრობებსა და ირონიულ შენიშვნებზე მწვავედ რეაგირებენ, ამიტომ თქვენი იუმორი უნდა გააკონტროლოთ. დღეს მოსალოდნელია, რომ ძველ მეგობრებსა და ნაცნობებს შეხვდეთ, რაც ძალიან გაგახარებთ, ასევე შესაძლებელია მოულოდნელად თანხა მიიღოთ.
ტყუპი: დღევანდელი დღის ვითარებები გაჩვენებთ, რომ თქვენ მიერ უფრო ადრე მიღებული გადაწყვეტილებები ეკონომიკურ და საქმიან სფეროებში სწორი იყო. შესაძლოა, წარმატების მისაღწევად ჩვეულ ტაქტიკაზე უარი უნდა თქვათ და ახალი მოკავშირეები მოძებნოთ, ცვლილებები თქვენთვის ძალზე სასარგებლო აღმოჩნდება. იყავით გულწრფელი ახლობელი ადამიანების მიმართ, არ მოგერიდოთ საკუთარი პრობლემების შესახებ საუბარი. არაგულწრფელობას მომავალში პრობლემების გამოწვევა შეუძლია.
კირჩხიბი: პრაქტიკული ამოცანების გადაჭრისთვის ხელსაყრელი დღეა. ამაში თქვენი ლოგიკა და მიხვედრილობა დაგეხმარებათ, მაგრამ გამოცდილება და ასევე გარშემომყოფების რჩევები უსარგებლოა. შეგიძლიათ შეიძინოთ ძვირადღირებული ნივთი - დღეს ამისთვის კარგი პერიოდია. რაც შეეხება შეყვარებულ კირჩხიბებს, მათ, შესაძლოა, გარკვეული იმედგაცრუება ელოდებოდეთ. ზოგიერთს შეიძლება მოეჩვენოს, რომ ძველი გრძნობები სიმტკიცის გამოცდას ვერ უძლებს. მაგრამ დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ.
ლომი: სასიამოვნო დღე გელოდებათ. დამსახურებულ ნაყოფს მოიტანს პარტნიორებთან ან გუნდში ერთობლივი შრომა და თან, დიდი ალბათობით, მიიღებთ იმაზე მეტს, ვიდრე ელოდებოდით. დღე განსაკუთრებით მოეწონებათ იმ ლომებს, რომლებსაც არშიყი უყვართ - თქვენი არაჩვეულებრივი ხიბლი დღეს თვალისმომჭრელი იქნება. საღამოს შეგიძლიათ გაიხსენოთ რომელიმე ძველი პროექტი - არის შანსი, რომ სწორად გაიაზროთ და დასახოთ მისი განხორციელების გეგმა.
ქალწული: დღეს სიფრთხილე გმართებთ, მოსალოდნელია წარუმატებლობები და თან იქ, სადაც დარწმუნებული იყავით, რომ ყველაფერი იოლად გამოგივიდოდათ. ბევრს ნუ მოითხოვთ ნურც საკუთარი თავისგან და ნურც გარშემომყოფებისგან. რაც უნდა ეცადოთ, ყველაფერი უზადოდ გააკეთოთ, მცირე შეცდომები და ხარვეზები მაინც არ არის გამორიცხული. მთავარია, ყურადღებით იყოთ და ეს ხარვეზები დროულად აღმოფხვრათ. შეყვარებულ ქალწულებს, შესაძლოა, ეჭვიანობის გრძნობა მოეძალოთ, ამიტომ ეცადეთ, ამ გრძნობამ თქვენი ურთიერთობები არ გააფუჭოს.
სასწორი: დღეს, შესაძლოა, უთანასწორო ბრძოლა მოგიწიოთ სერიოზულ მეტოქესთან, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი. საკმაოდ დაძაბული პერიოდი იქნება, მაგრამ შეძლებთ სიმშვიდის შენარჩუნებას, რაც დაგეხმარებათ ყველაფრის უკეთესობისკენ შეცვლაში. არ იჩქაროთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებში. ახლობლებთან ურთიერთობებში მეტი გულახდილობა გმართებთ, რადგან ამ ადამიანებს თქვენი შინაგანი განცდებისთვის თვალის მიდევნება უჭირთ.
მორიელი: ადვილად გიპყრობთ ახალი იდეები, მაგრამ რამდენად კარგია ისინი, ამაზე ნაკლებად ფიქრობთ; შესაძლოა, თავგადასავალი და მრავალფეროვნება გჭირდებათ. მოსალოდნელია, რომ ამ სურვილმა დღეს გიბიძგოთ საქციელისკენ, რომელსაც მომავალში ინანებთ. არ გაწყენთ კარგი რჩევა, მაგრამ ყოველთვის მზად არ ხართ, რომ თქვენს პრობლემებზე ისაუბროთ. დღის მეორე ნახევარი, ახლობლებთან გარკვეული უთანხმოებების გამო, რამდენადმე მშფოთვარედ ჩაივლის. გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი მიღებული ინფორმაცია კარგად უნდა შეამოწმოთ - არის ალბათობა, რომ ვინმემ არასწორი ინფორმაცია სპეციალურად მოგაწოდოთ.
მშვილდოსანი: საკუთარ თავზე, შესაძლოა, რაღაც ახალი შეიტყოთ, ჯობს, გაერკვიოთ საკუთარ მისწრაფებებში, ზრახვებსა და სურვილებში. გამორიცხული არ არის ნაცნობობა, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თქვენს ცხოვრებაში. ზოგიერთ თქვენგანს, შესაძლოა. ერთი შეხედვით შეუყვარდეს, ზოგიერთი - მიხვდეს, რომ ძველი ნაცნობის მიმართ მხოლოდ მეგობრული გრძნობები არ გააჩნია... კარგი დღეა აქტიური დასვენებისა და საზოგადოებრივ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის. ძალიან წაგადგებათ გარემოს გამოცვლა.
თხის რქა: დღეს შესაძლებელია, მოულოდნელი ხარჯი გქონდეთ, მაგრამ ფულს დაუნანებლად გადაიხდით, რადგან საუბარია დიდი ხნის სურვილის ასრულებაზე. თავი შეიკავეთ მგზავრობისგან - მალე დაიღლებით და ეს სიხარულსაც არ მოგიტანთ. ასევე მოსალოდნელია, რომ დიდი ძალა გახარჯოთ ყოფით პრობლემებზე. დახმარებისთვის ახლობლებს მიმართეთ. საღამოს ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. არ მიიღოთ ალკოჰოლური სასმელები.
მერწყული: კარგი დღეა მუშაობისა და შემოქმედებისთვის. შესანიშნავ შედეგებს მიაღწევთ, თუ მთავარზე გაამახვილებთ ყურადღებას. ჯობს, ერთი ტიპის საქმეებს მიხედოთ - სხვადასხვა საკითხზე გადართვით საქმეს გაირთულებთ. კოლეგებთან მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობა არასასურველია - კამათს თავს ვერ აარიდებთ. ემოციური ფონი არასტაბილურია, განწყობა, შესაძლოა, უბრალო რამეების გამო შეგეცვალოთ. გახსოვდეთ, რომ საჭირო არაა, გარშემომყოფებთან თქვენი ყველა ემოცია გამოამჟღავნოთ. კარგი დრო არაა გულახდილი საუბრებისთვის.
თევზები: დღეს დიდ დროს წაიღებს საოჯახო საქმეები. საჭირო გახდება ნათესავების დახმარება, ოჯახური უთანხმოებების მოგვარება. ეს ძალიან დაგღლით. ამასთან, თქვენი გეგმებიც გაქვთ, რომელზეც უარის თქმა არ გინდათ. მოგიწევთ არჩევნის გაკეთება - და ეს არჩევანი სწორი იქნება. მოსალოდნელია სასიამოვნო სიახლეები სამსახურში, მოულოდნელი წინადადებები. თქვენს პარტნიორებზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენი სამოსის უზადო სტილი, თმის ვარცხნილობა.