საარჩევნო უბნების 99% დათვლილია: ლიდერობს „ქართული ოცნება“

ოპოზიციურ პარტიებს ჯამში მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 37,58%-მა
Sputnik
თბილისი, 27ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" საარჩევნო უბნების 99%-ის მონაცემების დათვლის შედეგებით საპარლამენტო უმრავლესობას მოიპოვებს.
ცესკოს მონაცემების თანახმად, 3 100 (99.646%) უბნის შედეგების დათვლის შედეგად, „ქართულ ოცნებას" ხმა 1.117,480-მა ამომრჩეველმა მისცა ანუ არჩევნებში მონაწილეთა 54,086%-მა.
ოპოზიციურ პარტიებს ჯამში მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 37,58%-მა, კერძოდ:
კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ - 10,92% (225 680 ხმა)
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 10,12% (209 137 ხმა);
„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 8,78% (181 424 ხმა)
„გახარია საქართველოსთვის“ - 7,76% (160 354 ხმა).
საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ, წინასწარი მონაცემებით, 58,94% შეადგინა.
ამასთან, ცესკოს წინასწარი შედეგებით, „ქართული ოცნება“ საზღვარგარეთ ოპოზიციასთან დამარცხდა - საზღვარგარეთ 58 უბნის შედეგების მიხედვით მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება- დემოკრატიულმა საქართველომ“ 15% ანუ 3.776 ხმა მიიღო.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
„კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ - 31,92% (8036ხმა)
„ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობა“ - 19,843% (4995 ხმა)
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - 16,93% (3457 ხმა)
„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 14,667% (3692 ხმა)
„გახარია საქართველოსთვის“ - 8,716% (2194 ხმა).
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთის 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანი გახსნა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციისა და ხმის დამთვლელი აპარატების გამოყენებით.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული პარლამენტის არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადეს ოპოზიციურმა კოალიციამ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის" და კოალიცია „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“.