აზერბაიჯანის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრს არჩევნებში მმართველი პარტიის გამარჯვება მიულოცა

ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი პოლიტიკური დიალოგის გასაგრძელებლად ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში მიიწვია.
Sputnik
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვება მიულოცა.
ცესკოს ცებგვერდზე გამოქვეყნებული 3 100 (99.646%) საარჩევნო უბნის შედეგების თანახმად, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას" ხმა 1.117,480-მა ამომრჩეველმა მისცა ანუ არჩევნებში მონაწილეთა 54,086%-მა.
„დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების შედეგები ხელს შეუწყობს აზერბაიჯანულ-ქართული სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას, რომელიც სათავეს იღებს რომელიც ნაკარნახევია ჩვენი ხალხების ნებით, რომლებიც ისტორიულად ცხოვრობდნენ მეგობრობის, ძმობისა და კეთილმეზობლობის პირობებში, და ჩვენი ქვეყნების პოზიციების შემდგომ გაძლიერება სამხრეთ კავკასიასა და უფრო ფართო გეოგრაფიაში", - ნათქვამია მისალოც წერილში.
ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი პოლიტიკური დიალოგის გასაგრძელებლად ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში მიიწვია.
ოპოზიციურმა პარტიებმა ჯანში ამომრჩეველთა ხმების 37,58% მიიღეს, კერძოდ:
კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ - 10,92% (225 680 ხმა)
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 10,12% (209 137 ხმა);
„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 8,78% (181 424 ხმა)
„გახარია საქართველოსთვის“ - 7,76% (160 354 ხმა).