პირველი ინციდენტი: ხელჩართული ბრძოლა საარჩევნო უბანზე

საქართველოში დღეს საპარლამენტო არჩევნები იმართება. საქართველოს ისტორიაში პირველად ქვეყნის მოქალაქეები პარლამენტის 150 დეპუტატს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ.
Sputnik
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის დაწყებიდან მალევე პირველი ინციდენტი მოხდა - ზუგდიდში, მე-9 საარჩევნო უბანზე, ოპოზიციონერი დეპუტატი ანა წითლიძე ერთ-ერთ ადგილობრივ დამკვირვებელს დაუპირისპირდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
უბანზე მისვლამდე ცოტა ხნით ადრე წითლიძემ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ადგილობრივი ორგანიზაციის ორი დამკვირვებელი უკანონოდ გააძევეს აღნიშნული უბნიდან.
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ კი დამკვირვებლებთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტი იმით ახსნა, რომ ჯერ ერთი, ერთ უბანზე არ შეიძლება იყოს ერთზე მეტი დამკვირვებელი ერთი ადგილობრივი ორგანიზაციიდან და მეორეც, აღნიშნული ადამიანები საარჩევნო პროცესში ერეოდნენ. კერძოდ, ამომრჩეველთა რეგისტრაციისას ისინი პირადობის მოწმობებს აკვირდებოდნენ.