ყველაზე აქტიური ოლქები საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოში - ბოლო მონაცემები

ყველაზე აქტიური ამომრჩეველი მაღალმთიან რეგიონში - რაჭა-ლეჩხუმ - ქვემო სვანეთი იყო
Sputnik
თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე ხმა მისცა 2.060.412 ამომრჩეველმა, საიდანაც ქალი 961.751 იყო, 1.098.661 კი მამაკაცი, ნათქვამია ცესკოს გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ყველაზე აქტიური ამომრჩეველი მაღალმთიან რეგიონში - რაჭა-ლეჩხუმ - ქვემო სვანეთი იყო, სადაც 29.103 ამომრჩევლიდან არჩევნებზე 67,93% მივიდა.
ყველაზე დაბალი აქტივობა დაფიქსირდა ქვემო ქართლის რეგიონში, სადაც 400.781-დან ხმა მხოლოდ 49,23%-მა მისცა. 60%-ზე ნაკლები აქტივობა დაფიქსირდა კახეთის, შიდა ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის რეგიონებში.
თბილისში 1.031.143 ამომრჩევლიდან არჩევნებზე 626.577 ამომრჩეველი მივიდა, რაც 60,77%-ია. საქართველოს დედაქალაქში ყველაზე აქტიური ამომრჩეველი ვაკის, დიდუბისა და მთაწმინდის რაიონებში, ყველაზე არააქტიური კი ისნისა და კრწანისის მცხოვრებლები იყვნენ.
20:00 საათზე საქართველოს რეგიონებსა და თბილისში აქტივობის მონაცემები:
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 67,93% (19771)
აჭარა – 62,93% (199557)
გურია – 62,65% (64476)
მცხეთა-მთიანეთი – 61,59% (54714)
თბილისი – 60.77% (626 577)
სამცხე-ჯავახეთი – 61,52% (88 336)
კახეთი – 59,97 (176 814)
შიდა ქართლი – 59,69% (140 707)
სამეგრელო - ზემო სვანეთი – 55,27% (185 604)
იმერეთი – 59,41% (306 547)
ქვემო ქართლი – 49,23% (197 309)
შაბათს ამომრჩეველმა საქართველოს პარლამენტის 150 წევრს ირჩევდა. მანდატები გადანაწილდება პარტიებზე, რომლებიც ნამდვილი ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებენ.