ფოთში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე რეგისტრატორი გარდაიცვალა

გავრცელებული ინფორმაციით, 50 წლამდე მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
Sputnik
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. ფოთის მუნიციპალიტეტის მე-15 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორი გარდაიცვალა, იუწყება ქართული მედია.
აღნიშნული უბნის თავმჯდომარის, გიორგი ჩხარტიშვილის თქმით, 50 წლამდე მამაკაცი უეცრად ცუდად გახდა.
ადგილზე მყოფმა ადამიანებმა მას დახმარება გაუწიეს და „სასწრაფო დახმარების" ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა ადგილზე მოსულ ბრიგადას მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.
ადგილობრივების თქმით, 50 წლამდე მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.