დღეს 2024 წლის 26 ოქტომბერია, შაბათი. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
არაპროგნოზირებადი, დატვირთული, მაგრამ მთლიანობაში წარმატებული დღეა. მოემზადეთ მოულოდნელობებისთვის. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ფინანსურ საკითხებში – აუცილებლად უნდა შეამოწმოთ ინფორმაციები და მხოლოდ ინტუიციას არ ენდოთ. გელოდებათ ახალი პერსპექტიული ნაცნობობა.
ვერძი: მოგეცემათ შესაძლებლობა, გაიცნოთ ადამიანები და მოხიბლოთ ისინი. ენერგიული ხართ და ამის გამო მოვლენების ცენტრში აღმოჩნდებით, ასევე ამ მოვლენების რეჟისორის როლსაც მოირგებთ. არაა საჭირო დროის დახარჯვა თითოეულის გულის გასაღები მოსაძებნად – საკმარისია ისეთი უნივერსალური სვლების მოძებნა, რომლებიც უმრავლესობას მოეწონება.
კურო: თქვენი ძალა დღეს იმ ახლობლებშია, რომლებიც მზად არიან თქვენს მხარდასაჭერად. მათგან იმაზე მეტს მიიღებთ, ვიდრე ელოდებოდით. ასევე დღეს სხვა შესაძლებლობებიც მოგეცემათ – ახლობლებთან ერთად წამოწყებული ნებისმიერი საქმე სარგებელსაც მოგიტანთ. იყავით გულწრფელი თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან და ყველა გაგიღებთ გულის კარს.
ტყუპი: დღეს ძალზე არაორგანიზებული ხართ და ეს პირდაპირ სახეზე გაწერიათ. ამას გამოავლენთ ურთიერთსაწინააღმდეგო ქცევებში, მსჯელობაში იმის თაობაზე, თუ როგორ მოიქცეთ. სავსე ხართ ენერგიით და წარმოუდგენელია, ეს ირგვლივ მყოფებმა ვერ დაინახონ. მოუწევთ მოთმინება და დალოდება, სანამ თქვენს აფორიქებულ აზრებსა და გრძნობებს წესრიგში არ მოიყვანთ.
კირჩხიბი: სიურპრიზი გელოდებათ ფინანსურ სფეროში. თანაც, ეს შეიძლება არცთუ სასიხარულო სიურპრიზი იყოს. ფულთან დაკავშირებით მოქმედების არანაირი განწყობა არ გაქვთ, თუმცა გარემოებები ამას მოითხოვს. ნებისმიერი მოულოდნელობისთვის უნდა მოემზადოთ: პრემია, მოგება, დაბრუნებული ვალი, წაგება, დანაკარგი, უსარგებლო შენაძენი. სიფრთხილე გმართებთ.
ლომი: ენერგიულობით, კომუნიკაბელურობითა და სიცოცხლისმოყვარეობით გარშემომყოფების ყურადღებას დაიმსახურებთ. მზად ხართ, თქვენი ენთუზიაზმი ნებისმიერს „გადასდოთ“, გაუზიაროთ მათ იდეები, გეგმები, „დამუხტოთ“ თქვენი იდეებით. შეძლებთ, რომ ნებისმიერი თქვენი პროექტისა და გეგმის განხორციელებაში ირგვლივ მყოფების მხარდაჭერა მოიპოვოთ.
ქალწული: არ ღირს მთავარი როლისთვის ბრძოლა, სავარაუდოდ, მაინც არაფერი გამოგივათ. გაგიჭირდებათ გადაწყვეტილებების მიღება და საკუთარი პოზიციების დაცვა. უკეთესი იქნება სხვების დახმარება – ეს დღის მთავარი თემა უნდა გახდეს. გელოდებათ გამარჯვება ნომინაციაში არა მთავარი, არამედ „საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის“.
სასწორი: სიურპრიზებისთვის უნდა მოემზადოთ. დაფიქრდით – სადღაც გულის კუნჭულში ელოდებოდით საბაბს, რომ დღის წესრიგი დაგერღვიათ. ეჭვი ნუ შეგეპარებათ – ასეთი საბაბი აუცილებლად გაჩნდება. რაღაც მოვლენა გაიძულებთ გეგმების შეცვლას. არც ინანებთ – ცოტა ქაოსი არ დაგაზიანებთ, ის თქვენ წინ ახალ გზასა და შესაძლებლობებს დაგანახებთ.
მორიელი: დღეს თქვენს თავში ახალ ნიჭს აღმოაჩენთ – იყოთ საჭირო დროს საჭირო ადგილას. და რაც მთავარია, საქმე საჭირო ადამიანებთან დაიჭიროთ. თუ მთლიანად გახსნილი იქნებით ურთიერთობებისთვის, გაქვთ შანსი, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენ მსოფლმხედველობაში თუნდაც მცირე „გადატრიალებას“ მოახდენს და საგნებზე ახლებურად შეგახედებთ.
მშვილდოსანი: თქვენი სოციალური ენერგია დღეს პიკს მიაღწევს. პოზიტიური განწყობა ირგვლივ მყოფების სიმპათიას უზრუნველყოფს. შესანიშნავი დღეა, რომ ადამიანები გვერდით ამოიყენოთ, გამართოთ მოლაპარაკებები, დაასრულოთ კონფლიქტი, თუ ასეთი გაქვთ, გააბათ სასიამოვნო ნაცნობობა. დღეს ნებისმიერი საქმიანობა წარმატებისთვისაა „განწირული“.
თხის რქა: განწყობილი ხართ, რომ მთელი მსოფლიო დაიპყროთ. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ თქვენს თავდაჯერებულობას საფუძველი ექნება – მართლა ბევრი რამისთვის ხართ მზად. თქვენს ენერგიას საზღვარი არ ექნება, ლექსიკონიდან გაქრება სიტყვა „შეუძლებელია“. თუ ვინმე გზაზე გადაღეღობებათ, მათ შეიძლება მხოლოდ ვუთანაგრძნოთ.
მერწყული: სამყარო არაერთ ბედნიერ შანსს მოგცემთ, თუმცა დიდია ალბათობა, რომ აქედან ბევრ შესაძლებლობას ვერ გამოიყენებთ. საქმე ისაა, რომ მოდუნებული და ერთგვარად „შენელებული“ ხართ. შესაძლოა, ვერ მოასწროთ რეაგირება სწრაფად ცვლად გარემოებებზე. თუ გსურთ, წარმატების შანსი ხელიდან არ გაუშვათ, უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოთ მიმდინარე მოვლენებში.
თევზები: ვარსკვლავები გირჩევენ, გახვიდეთ ჩვეული შეზღუდვებისა და ბარიერების ჩარჩოებიდან, რათა ნახოთ, რომ სამყარო იმ მიკროსამყაროზე საინტერესოა, რომელშიც დღედაღამ ტრიალებთ. ყოველდღიური ყოფის გადამკიდეს, არ გაქვთ დრო, რომ ირგვლივ მიმოიხედოთ. დღეს გაქვთ შანსი, რომ თავი დააღწიოთ ყოველდღიურ ორომტრიალს და ბევრ რამეს ახლებურად შეხედოთ.