თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. საპარლამენტო არჩევნების დღეს, შაბათს, 26 ოქტომბერს საქართველოში ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდი იქნება, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია მოღრუბლულობა. უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი.
ქარი წამში 10-15 მეტრს მიაღწევს, სანაპირო რაიონებში კი შესაძლოა 17-22 მეტრ წამამდე გაძლიერდეს.
ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ჰაერის ტემპერატურა დაბლობში ღამით პლუს 7-12 გრადუსი იქნება, დღისით კი 10-15 გრადუსამდე მოიმატებს. მთაში ღამით +3, +8 გრადუსი იქნება, დღისით 6-11 გრადუსი. მაღალმთაში ღამით ტემპერატურა მინუს 3 - პლუს 2 გრადუსამდე დაეცემა, დღისით 2-7 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოშიც ზოგან მოღრუბლული ამინდი იქნება. ღამით ზოგან და დღის საათებში კი უმეტეს რაიონებში წვიმა, მაღალ მთაში თოვლია მოსალოდნელი.
ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს, ღამით კი შესაძლოა 17-22 მეტრამდე გაძლიერდეს.
ჰაერის ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით 5-10 გრადუსია, დღისით ტემპერატურა პლიუს 9-14 გრადუსამდე მოიმატებს.
მთაში ღამით +1, +6 გრადუსი იქნება, დღისით კი 6-11 გრადუსამდე გათბება. მაღალმთაში ღამით ჰაერის ტემპერატურა მინუს 3 - პლუს 2 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი პლუს 1-6 გრადუსი იქნება.
რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსების ინფორმაციით, შაბათს თბილისში იწვიმებს. დედაქალაქში ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.
ღამით პლიუს 9 გრადუსი იქნება, დღისით კი თერმომეტრი 13 გრადუსამდე მოიმატებს.