თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთი მზადაა, წავიდეს გონივრულ კომპრომისებზე უკრაინის საკითხის მოსაგვარებლად, მაგრამ არსებითი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.
„ჩვენ მზად ვართ ვეძიოთ კომპრომისები, ჩვენ მზად ვართ ამ გონივრული კომპრომისების გასაკეთებლად. მაგრამ არ მინდა ახლა დეტალებში ჩაღრმავება, რადგან არსებითი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, მეორე მხარე ამაზე უარს ამბობს“, — თქვა მან ინტერვიუში, რომელიც ტელეარხ „როსია 1-ს“ მისცა BRIСS-ის სამიტის დასრულების შემდეგ.
ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ ნებისმიერი შედეგი რუსეთის სასარგებლო უნდა იყოს და იმ რეალობიდან მომდინარეობდეს, რომელიც ბრძოლის ველზე იქმნება. ამაში ის ყველანაირ დათმობაზე წასვლას გამორიცხავს.
BRICS – სახელმწიფოთაშორისი ასოციაცია, რომელიც 2006 წელს შეიქმნა რუსეთის, ჩინეთის, ინდოეთისა და ბრაზილიის მიერ. 2011 წელს გაერთიანებას სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა შეუერთდა, 2024 წლის დასაწყისიდან კი – ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი.
BRICS-ის სამიტი ყაზანში 22-24 ოქტომბერს გაიმართა.