ზახაროვა: BRICS-ის სამიტმა დასავლეთი დაშოკა

Sputnik
თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. გაერთიანება BRICS-ის სამიტი დასავლეთისთვის საინფორმაციო შოკად იქცა, ის ყველანაირად ცდილობდა, შეელახა ასოციაციის წევრი ქვეყნების იმიჯი, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
„...პირველ რიგში, ეს იყო ფაქტობრივად ინფორმაციული შოკი კოლექტიური დასავლეთის ქვეყნებისთვის. მეორეც, BRICS-ის სამიტის მიმდინარეობისას მათ დაიწყეს ყველა შესაძლებლობის ძიება იმისთვის, რომ დამატებითი ინფორმაცია შემოეგდოთ, რომელსაც ან უნდა გაენეიტრალებინა დღის წესრიგი, ან BRICS-ის წევრი ქვეყნების იმიჯი შეელახა“, – აღნიშნა ზახაროვამ.
BRICS – სახელმწიფოთაშორისი ასოციაცია, რომელიც 2006 წელს შეიქმნა რუსეთის, ჩინეთის, ინდოეთისა და ბრაზილიის მიერ. 2011 წელს გაერთიანებას სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა შეუერთდა, 2024 წლის დასაწყისიდან კი – ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი.
BRICS-ის სამიტი ყაზანში 22-24 ოქტომბერს გაიმართა.