უეფას კონფერენს ლიგის მატჩზე ქართველი არბიტრები იმსაჯებენ

უეფას კონფერენს ლიგის მეორე ტურის შეხვედრა 24 ოქტომბერს თბილისის დროით 20:45 საათზე ბელგიაში KAA Gent Arena სტადიონზე გაიმართება.
Sputnik
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. უეფას კონფერენს ლიგის მეორე ტურის „გენტი“-„მიოლდეს“ მატჩზე ქართველ მსაჯთა ბრიგადა იმუშავებს, იუწყებიან ფეხბურთის ფედერაციაში.
მთავარი არბიტრი გოგა კიკაჩეიშვილი იქნება, ასისტენტები დავით ახვლედიანი და დავით გაბისონიაა, მეოთხე მსაჯი ირაკლი კვირიკაშვილი იქნება, დამხმარე ვიდეო (VAR) მსაჯი ალეკო აფციაური, ხოლო მისი ასისტენტი ბაკურ ნინუა იქნება.
უეფას კონფერენს ლიგის მეორე ტურის შეხვედრა 24 ოქტომბერს თბილისის დროით 20:45 საათზე ბელგიაში KAA Gent Arena სტადიონზე გაიმართება.
წინა დღეს, ავსტრიული „შტურმის“ მატჩს (0:2) „სპორტინგთან“, სადაც საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი თამაშობს, ქართველი მსაჯების გუნდმა გიორგი ყრუაშვილის ხელმძღვანელობით უმსაჯა. ეს პირველი შემთხვევაა ისტორიაში, როცა ქართველმა მსაჯებმა ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მატჩზე იმსაჯეს.