თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. სეულის მიერ უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდება ვერ შეცვლიდა კონფლიქტის შედეგს, მაგრამ გააფუჭებდა მოსკოვსა და სეულს შორის ურთიერთობების აღდგენის პერსპექტივას, განაცხადა რუსეთის ელჩმა სამხრეთ კორეაში გეორგი ზინოვიევმა.
„სეულის მიერ უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდება ვერ შეცვლიდა კონფლიქტის შედეგს, მაგრამ შეცვლიდა მოსკოვსადა სეულსშორის ურთიერთობების ხასიათს, ჩამოშლიდამათი აღდგენისპერსპექტივას", — თქვა ზინოვიევმადა აღნიშნა, რომ ასეთიაღდგენა „სასურველია".
მისი განმარტებით, სეულთან დიალოგიგანსხვავდება მოსკოვისდასავლეთთან ურთიერთობისგან, სადაც აღდგენის პერსპექტივები არც კი „შეინიშნება“.
რუსი დიპლომატის თქმით, სამხრეთკორეელმა ექსპერტებმა „სერიოზულად უნდა იფიქრონ“ იმაზე, თუ რა შეუქმნის რეალურ საფრთხეს სამხრეთ კორეას: ჩრდილოეთ კორეის სამხედრო პერსონალის ჰიპოთეტური გაგზავნა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ზონაში, თუ ის შედეგები, რომელიც უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებას მოჰყვება.