მოსაზრება: რატომ ემუქრება სეული მოსკოვს და რით?

Sputnik
ჩრდილოეთ კორეის სპეცრაზმის უკრაინაში (რუსეთის ფორმაში გამოწყობილი) ჩასვლის ჭორები გადაჭარბებულია - ზოგიერთი აღმოსავლური დაზვერვისა და დასავლური მედიის მიერ. რეალობაში, ამერიკელი და ნატოს მმართველები უკრაინაში ცოცხალი ძალისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის მწვავე დეფიციტს განიცდიან. ამიტომ ისინი ეძებენ და ქმნიან მიზეზს, უცხოური ჯარის უკრაინაში ღიად გაგზავნისთვის, რაც უგუნური ესკალაციის და სპეციალური სამხედრო ოპერაციის მესამე მსოფლიო ომში ტრანსფორმაციის საფრთხეს შეიცავს.
უკრაინის ვადაგასულმა ლიდერიმადა უკრაინის სამხედრო დაზვერვამ 17 ოქტომბერს ოფიციალურად განაცხადეს, რომ 10 ათასზე მეტი ჩრდილო კორეელი ჯარისკაცი მზად არის, უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან საბრძოლველად - კონკრეტულად, 1 ნოემბრიდან რუსეთის 11-ე სადესანტო ბრიგადის შემადგენლობაში. უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა ამერიკულ გამოცემა The War Zone-ს განუცხადა: „ჩრდილო კორეელი ჯარისკაცები გამოიყენებენ რუსულ აღჭურვილობას და საბრძოლო მასალებს... პირველი ჯგუფი, 2600 მებრძოლისგან შემდგარი, გაემგზავრება კურსკში.“
ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჩრდილო კორეის ნებისმიერი ჩარევა გახდება „პირველი ნაბიჯი მსოფლიო ომისკენ“. ცნობილია, რომ ქურდი ყველაზე ხმამაღლა ყვირის „დაიჭირე ქურდიო!“, ხოლო უკრაინის შეიარაღებული ძალების „საერთაშორისო ლეგიონში“ დაახლოებით, 18 ათასი „მოხალისეა“ 85 ქვეყნიდან. საფრანგეთმა 2024 წლის გაზაფხულზე უკრაინის ფრონტზე მისი უცხოური ლეგიონის ნაწილები გაგზავნა.
ესპანური გაზეთი El País მკითხველს არწმუნებს, რომ „უკრაინას კატასტროფულად აკლია ჯარისკაცები ფრონტის ხაზის ათას კილომეტრზე მეტ სიგრძეზე“. საჭიროა რაღაც რადიკალური - ახალი არმია ან ტაქტიკური ბირთვული იარაღი (ყველაფერი ზელენსკისა და ვაშინგტონის „გეგმებით“).
19 ოქტომბერს, პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა არ დაადასტურა ჩრდილოეთ კორეის ჯარების რუსული სპეცოპერაციის ზონაში ყოფნის ინფორმაცია, ისევე, როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რიუთემ. ჩრდილოეთ კორეამ უარყო ბრალდებები უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესახებ. მიუხედავად ამისა, საინფორმაციო ოპერაცია დასავლური სტანდარტებით და ალგორითმებით სწრაფად ვითარდება.
რისკებზე „ჩრდილო კორეული ესკალაციის“ შესახებ იტყობინებიან Reuters, Washington Post, Newsweek და სხვა გამოცემები. ამერიკულმა არხმა CNN გამოაქვეყნა წარმოუდგენელი ვიდეოჩანაწერი ჩრდილო კორეელი ჯარისკაცების რუსეთში აღჭურვის შესახებ. ჟურნალი Military Watch, სამხრეთ კორეის დაზვერვაზე (NIS) დაყრდნობით, ადასტურებს: „რუსეთი, ფაქტობრივად, გეგმავს ჩრდილოეთ კორეის სრულმასშტაბიან ჩართვას უკრაინის წინააღმდეგ ომში“.
მითების შექმნა გრძელდება და პარალელური რეალობის ფორმირებას ემსახურება, რომელიც პროვოცირებს ესკალაციას და საბრძოლო მოქმედებების გეოგრაფიის გაფართოებას ევროპასა და მსოფლიოში.
21 ოქტომბერს სამხრეთ კორეამ რუსეთს მოუწოდა „ჩრდილოეთ კორეის ჯარების გაყვანისკენ“. სეული უკრაინაში „სამხედრო ინსტრუქტორების“ გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს, თუ კი ჩრდილოეთ კორეის ჯარები გამოჩნდებიან სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში. უფრო მეტიც, „სამხრეთ კორეამ, შესაძლოა, ჩრდილოეთის მსგავსად, რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვის გადაწყვეტილება მიიღოს.“ როგორც ჩანს, „ზესახელმწიფო“ აშშ უკვე კონსულტაციებს გადის ჩრდილოეთ კორეის ჯარების უკრაინაში გამოჩენის საკითხზე.
კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ხაზი გაუსვა ამ ინფორმაციის „წინააღმდეგობრივ ხასიათს“. შეგახსენებთ, რომ 2023 წლის შემოდგომაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „უაზრობა“ უწოდა ჩრდილოეთ კორეელი მოხალისეების შესაძლო გამოჩენას სპეცოპერაციის ზონაში.
გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ დასავლური ქვეყნები დაადანაშაულა „შეშინების ისტორიების“ გავრცელებაში ირანული, ჩინური და კორეული ვარიანტების შესახებ, რომლებიც ყოველ ჯერზე უფრო აბსურდულია. გაეროში ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენელმა ჯუნკუკ ჰვანმა ასევე უსაფუძვლო უწოდა სეულისა და კიევის ინსინუაციებს ჩრდილო კორეის სამხედროების საომარ ზონაში გამოჩენის თაობაზე. ჩრდილოეთ კორეის ლიდერის დის, კიმ იო ჩენის თქმით, სამხრეთ კორეა და უკრაინა პროვოკაციას ახორციელებენ და მათ„აშშ-ის მიერ გაზრდილ ცუდ ძაღლებს“ ადარებს. ეს მეტაფორა მრავალმნიშვნელოვანია.
თუმცა, დასავლური პოლიტიკოსებისა და მოსახლეობისათვის „საშინელებები“ უფრო საინტერესოა (ან უფრო მომგებიანი). შემთხვევითი არ არის, რომ სეულის და კიევის „ჩრდილოეთ კორეული ფანტაზიები“ დაემთხვა ნატოს ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრას 17 ოქტომბერს, სამხრეთ კორეის, იაპონიის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მონაწილეობით. ამ შეხვედრაზე „თანამონაწილეები“ შეთანხმდნენ უკრაინასა და წყნარი ოკეანის რეგიონში თანამშრომლობის გაძლიერებაზე.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სოკ იოლმა 21 ოქტომბერს, ნატოს გენერალურ მდივანთან მარკ რიუთესთან საუბარში, გააკრიტიკა მოსკოვისა და ფხენიანის „სამხედრო დაახლოება“ და პირობა დადო, რომ „საპასუხო ნაბიჯებს“ გადადგამს. როგორც ჩანს, ნატო თანდათანობით „წყნარი ოკეანის“ ზონისკენაც ფარდოვდება. არგუმენტები ყოველთვის შეიძლება მოიძებნოს.
თუ სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალები, რომლებიც აშშ-ს ემორჩილებიან, მსოფლიოში მე-5 ადგილს იკავებენ და დაახლოებით, 600 ათას ჯარისკაცს ითვლიან, რატომ არ გამოვიყენოთ ისინი რუსეთის ან ჩინეთის წინააღმდეგ ომში (მდგომარეობიდან გამომდინარე)? იქმნება ყველა პირობა უკრაინის შეიარაღებული ძალების დეგრადაციის კომპენსაციისთვის და სამხრეთ კორეის ჩართულობისთვის მესამე მსოფლიო ომში, რომელიც ისე უნდა იწარმოებოდეს, რომ ამერიკულმა „ჰეგემონიამ“ ნგრევა თავიდან აიცილოს.
როგორც ჩანს, „გამარჯვების გეგმა“ ვლადიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენთან ერთად დაწერა. თუმცა, რუსეთი არ მისცემს აშშ-ს და ნატოს საშუალებას, ადვილად გავიდნენ უკრაინის კონფლიქტიდან. გავლენიანმა The Wall Street Journal-მაც კი აღნიშნა, რომ ვლადიმირ პუტინი არ შესთავაზებს დასავლეთს ადვილ გასვლას და „ძალიან მაღალ ფასს მოითხოვს“, რადგან „ყოველდღიურად რუსეთი უახლოვდება თავის მიზნებს“ - უკრაინის ფრონტზე და მრავალპოლარულ მსოფლიოში.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე