თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. იუსტიციის სახლის 30-ზე მეტი ფილიალი უქმე დღეს - 25 ოქტომბერს - მთელი ქვეყნის მასშტაბით იმუშავებს და მოქალაქეებს მხოლოდ პერსონალურ მომსახურებას გაუწევს, იუწყება საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. მთავრობამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე 25 ოქტომბერი არასამუშაო დღედ გამოაცხადა.
კერძოდ, 25 ოქტომბერს იუსტიციის სახლის ფილიალები შემდეგ მზა დოკუმენტებს გასცემენ:
საქართველოს მოქალაქის პასპორტი, პირადობის მოწმობა;
დაბადების, ქორწინების, გარდაცვალების მოწმობები;
განცხადების შეტანის დღეს საქართველოს მოქალაქის ელექტრონული პირადობის მოწმობისა და ბიომეტრული პასპორტის აღება შესაძლებელი იქნება თბილისში, იუსტიციის ცენტრალურ სახლში, ასევე გლდანში, ვარკეთილში, მეტროპოლიტენში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში.
იუსტიციის სახლები მოქალაქეებს 09:00-დან 18:00 საათამდე მოემსახურება, ქორწინების სახლები კი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.
ამ დღეს მოქალაქეებს მოემსახურებიან შემდეგი ფილიალები:
1.იუსტიციის სახლი ახალქალაქში
2. იუსტიციის სახლი ახალციხეში
3.იუსტიციის სახლი ბათუმის No1
4.იუსტიციის სახლი ბათუმის No2
5. იუსტიციის სახლი ბოლნისში
6. იუსტიციის სახლი ბორჯომში
7. იუსტიციის სახლი გარდაბანში
8.იუსტიციის სახლი გურჯაანში
9. იუსტიციის სახლი გორში
10. იუსტიციის სახლი ზესტაფონში
11.იუსტიციის სახლი ზუგდიდში
12. იუსტიციის სახლი გლდანში (თბილისი)
13. იუსტიციის სახლი ვარკეთილში (თბილისი)
14. თბილისის იუსტიციის ცენტრალური სახლი
15. იუსტიციის სახლი თელავში
16. იუსტიციის სახლი თიანეთში
17. იუსტიციის სახლი ლაგოდეხში
18. იუსტიციის სახლი მარნეულში
19. იუსტიციის სახლი მარტვილში
20. იუსტიციის სახლი მესტიაში
21. იუსტიციის სახლი ოზურგეთში
22.იუსტიციის სახლი ონში
23. იუსტიციის სახლი რუსთავში
24.იუსტიციის სახლი სამტრედიაში
25. იუსტიციის სახლი სენაკში
26. იუსტიციის სახლი ფოთში
27. იუსტიციის სახლი ქარელში
28. იუსტიციის სახლი ქუთაისში
29. იუსტიციის სახლი ყაზბეგში
30. იუსტიციის სახლი ყვარელში
31. იუსტიციის სახლი წყალტუბოში
32. იუსტიციის სახლი ხონში
33. იუსტიციის სახლი ხაშურში
თბილისსა და რეგიონებში იუსტიციის სახლები მოქალაქეებს 470-ზე მეტი სახის მომსახურებას სთავაზობენ: მოქალაქეობა, ბინადრობის ნებართვა, უძრავი ქონების რეგისტრაცია, ქორწინების და განქორწინების რეგისტრაცია, ბიზნესის გახსნა და ა.შ. აქვე შესაძლებელია პირადობის მოწმობისა და პასპორტის, დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობის და სხვა დოკუმენტების აღება.
იუსტიციის სახლი ასევე არის საქართველოს საპენსიო ფონდის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის და სხვა სამთავრობო დაწესებულებებების კონტრაქტორი, რაც ყველა საკითხის ერთ სივრცეში გადაჭრის შესაძლებლობას იძლევა.
ნებისმიერი დოკუმენტის მიღება შესაძლებელია დაჩქარებული წესით, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ.
ქალაქებისგან მოშორებით მდებარე დასახლებების მცხოვრებლებისთვის, ვინც ვერ ახერხებს იუსტიციის სახლებამდე მისვლას, მოქმედებს ე.წ. მობილური იუსტიციის სახლები - ქვეყნის ათ რეგიონში სულ 20 „მობილური იუსტიციის სახლია".