თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საპარლამენტო არჩევნები მშვიდ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ძირითადი ბრძოლა გაიმართება მმართველი პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.
„ორ დღეში საქართველოში ტარდება ძალიან მნიშვნელოვანი, პრინციპული საპარლამენტო არჩევნები, კმაყოფილება მინდა, გამოვთქვა, რომ არჩევნები ტარდება უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა კობახიძემ.
ასევე უზრუნველყოფილია არჩევნების თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარება, რაც არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა, აღნიშნა მან.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა სამართალდამცველ ორგანოებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრ ვახტანგ გომელაურს, უსაფრთხოების სამსახურს, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილს, ყველა სამართალდამცავ უწყებას.
„მათი დაუღალავი შრომის შედეგია ის, რომ მშვიდ გარემოში ტარდება ეს არჩევნები. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ბოლომდე 26 ოქტომბრის ჩათვლით, სწორედ ასეთ გარემოში ჩატარდეს არჩევნები ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად მხოლოდ პარტიული სიებით და ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ასევე, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
ძალთა გადანაწილება არჩევნების წინ
მმართველი პარტიის ლიდერები „რადიკალური ოპოზიციის“ ნაწილად მოიხსენიებენ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის შედეგად გახდა.
საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალა“ ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას.
წინასაარჩევნოდ ახალი პოლიტიკური პლატფორმა ყოფილმა მმართველმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისი ყოფილი წევრების მიერ დაარსებულმა პარტიებმა „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ევროპულმა საქართველომ" შექმნეს.
არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლა გადაწყვიტა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „ახალი“. აღნიშნული პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა დააფუძნეს.
საარჩევნოდ გაერთიანდა „ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის" და ახალი პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი".
28 პარტიამ და მოძრაობამ, რომლებიც კონსერვატიულ შეხედულებებს იცავენ და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მომხრენი არიან, საარჩევნოდ ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს.
მათ შორისაა პარტიები „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო", „ქართული იდეა", „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", „მონარქისტული პარტია" და სხვები. ივნისში მათ „საქართველოს პატრიოტთა ერთობის დეკლარაციას" მოაწერეს ხელი.